არჩილ ჭულუხიძემ მოხუცი დედა სოციალურ სააგენტოში დატოვა პროტესტის ნიშნად

არჩილ ჭულუხიძემ მოხუცი დედა სოციალურ სააგენტოში დატოვა პროტესტის ნიშნადგორელმა კაცმა, პროტესტის ნიშნად მოხუცი დედა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში დატოვა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, სწორედ ამიტომ სოციალურ სააგენტოში პოლიცია გამოიძახეს.

არჩილ ჭულუხაძის განცხადებით, მისი 70 წლის დედა სააგენტოში პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მოხუცს ასაკობრივი პენსია შეუწყვიტეს. ნანა ჭულუხაძე ნერვიულობის ნიადაგზე სოციალურ სააგენტოში ცუდად გახდა და სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს.

-სოციალურში დავტოვე და ვუთხარი: პენსიას რომ დაურიცხავთ, მოვალ და წავიყვან, არაფერი პრობლემა არ იქნება-თქო. პენსია შეწყვიტეს თურმე იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თავად უნდა ჩამოსულიყო, თუმცა არ გაითვალისწინეს, რომ ლოგინს არის მიჯაჭვული. არაფერი შეტყობინება არ გამოუგზავნიათ არც სოციალურებს და არც ბანკს, -აცხადებს არჩილ ჭულუხაძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში. თეა თედელური აცხადებს, რომ პენსიის შეჩერების მიზეზი მინდობილობის განახლების აუცულებლობა გახდა.

-თუ ადამიანი მინდობილობით იღებს პენსიას, ერთი წლის შემდეგ ეს პენსია უჩერდება, რადგან მინდობილობა უნდა აღდგეს. მინდობილობის აღდგენის შემდეგ კუთვნილ პენსიას აიღებს, -აცხადებს შიდა ქართლის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორი თეა თედელური.

ჭულუხაძეები გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობენ. მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და საცხოვრებელი ფართი დროებით ნათესავმა გამოუყო. ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

ნიუპოსტი