წვიმა, თოვა, ქარბუქი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

წვიმა, თოვა, ქარბუქი - საქართველოში ამინდი გაუარესდებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.