,,ასეთი არაფერი მინახავს, ერთი მიმტანიც არ იყო, სუფრები სტუმრებმა გავშალეთ” – რა მოხდა ქუთაისის რესტორანში

,,ასეთი არაფერი მინახავს, ერთი მიმტანიც არ იყო, სუფრები სტუმრებმა გავშალეთ" - რა მოხდა ქუთაისის რესტორანშიქუთაისში მდებარე რესტორან ,,პალადიუმში” სტუმრებს საკუთარი თავის მომსახურება თავად მოუხდათ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანი მომსახურე პერსონალმა სტუმრების მოსვლამდე ერთი საათით ადრე დატოვა.

,,ასეთი არაფერი მინახავს. არც ერთი მიმტანი არ იყო და სუფრები სტუმრებმა გავშალეთ და ვიქეიფეთ არნახულად, არავინ არ დატოვა რესტორანი,” – ამბობს ერთ-ერთი სტუმარი ხათუნა მეგენეიშვილი-სირაძე.

შემთხვევა 8 მარტს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება რესტორნის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

,,პალადიუმში” დღეს ულამაზესი საღამო ჩატარდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სტუმრების დამსახურებაა. გვინდა, რესტორნის ადმინისტრაციამ უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს თანადგომისთვის, გულისხმიერებისთვის, თავდადებისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის რაც დღეს გვაგრძნობინეს. თქვენ რომ არა, დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა”, – ნათქვამია რესტორნის განცხადებაში.

პრაიმტაიმი, ირაკლი ვაჩიბერაძე