უმჯობესია, გეძინოთ ძაღლთან, ვიდრე კაცთან

უმჯობესია, გეძინოთ ძაღლთან, ვიდრე კაცთანახალი კვლევის თანახმად, ქალებს უფრო მშვიდად და უშფოთველად სძინავთ თავიანთი ძაღლის გვერდით, ვიდრე ადამიანის, ოჯახის რომელიმე წევრის, მათ შორის, საყვარელი მამაკაცის გვერდით.

ამერიკელმა მკვლევრებმა 962 ზრდასრული ქალი გამოკითხეს. მათი 55% ამბობს, რომ ძაღლთან ერთად იძინებს, ხოლო 31% კატასთან ერთად, თუმცა მშვიდად მათ სძინავთ, ვინც ძაღლთან ერთად იძინებს.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მამაკაცთან ძილი არღვევს მყუდროებას და სიმშვიდეს, ხოლო, როცა ძაღლთან ერთად სძინავს ქალს, ის მშვიდადაა. უფრო მეტიც, კვლევაში ჩართული ქალების უმტესობა ამბობს, რომ ძაღლთან ერთად ძილი მათ უსაფრთხოების განცდას ანიჭებთ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გირჩევთ, რომ თქვენს პარტნიორთან ერთად აღარ დაიძინოთ, მაგრამ, როცა თავს ცუდად იგრძნობთ და ხვდებით, რომ ყველაზე მეტად მშვიდი და უშფოთველი ძილი გჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი ღამით მაინც მოკალათდეთ სხვა ოთახში საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად“, – აღნიშულია კვლევის დასკვნაში.

ტრენდი.ჯი