,,ჩემმა ქათამმა დღეს ცისფერი კვერცხი დადო” – უნიკალური თვისებების მქონე პროდუქტი

,,ჩემმა ქათამმა დღეს ცისფერი კვერცხი დადო" - უნიკალური თვისებების მქონე პროდუქტისაქართველოში ქათმები ცისფერ კვერცხებს დებენ – ბევრს ეს ხუმრობა ჰგონია და სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, რეალურად კი ეს ხუმრობა არ არის. ცისფერ კვერცხებს  იშვიათი ამერიკული ჯიშის ქათმები დებენ.

ცისფერ კვერცხებში განსაკუთრებით მაღალია პროტეინის, ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა. როგოც მეცნიერები ამტკიცებენ, ამ კვერცხის მომხმარებლებში 50%-ით მცირდება კიბოს დაავადების რისკი. მის ნაჭუჭში სალმონელა ვერ აღწევს და შემადგენლობით უდრის სოფლის 5 კვერცხს. ცისფერი კვერცხი, მისი განსაკუთრებული თვისებების გამო, საკმაოდ ძვირი ღირს.

მისი წარმოება საქართველოშიც დაიწყეს.

,,დღეს პირველად გამახარა ჩემმა აღდგომის ქათთამმა. ცისფერი კვერცხი პირველად ჩემი ქათმის კოლექციაში. უქოლესტერინო კვერცხია ეს ცისფერი”, – დაწერა ფეისბუქში ნანა დუკაშვილმა.

,,ჩემი დიდი ბებია დარია პავლოვნა რომ იწინასწარმეტყველებდა, ამ ზამთარს წითელი თოვლი მოვაო, კი ვკაკანებდით სიცილით და  ქათმები თუ ცისფერ კვერცხებს დადებდნენ, რას ვერჩოდი იმ სულგანათლებულს?! ჩვეულებრივი ამბავიაო, ცისფერი კვერცხისმდებ ჯიშს ჰქვიაო”, ,,პრინტერია და კატრიჯი შეუცვალეს თუ რა ხდება?”, – ხუბრობენ ფეისბუქში.