რეჟისორ ლევან წულაძის (ჭოლა) და მსახიობ მანანა კოზაკოვას შვილი მოცეკვავე თინათინ წულაძე დაოჯახდა.
მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია, რომელიც სოციალური ქსელში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად Red Bull-ის სპორტული მენეჯერია.
მანანა კოზაკოვამ გიორგის და თინათინის ფოტო გააზიარა და დაწერა:
“გილოცავთ ბავშვებო❤❤❤❤❤”
“გილოცაავთ, ბედნიერება და სიყვარულები ძალიან, ძალიან დიდხანს ❣️❣️❣️ ისა და, ჭოლა როგორაა? 🙈” – დაუწერეს მანანას ფეისბუქში.
ამ ამბავს ფეისბუქში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მილოცვები ახლაც გრძელდება.