ქალმა თავდამსხმელი მამაკაცი უმოწყალოდ ცემა

ქალმა თავდამსხმელი მამაკაცი უმოწყალოდ ცემაბრაზილიელმა პოლიანა ვიანამ, რომელიც MMA-ის მებრძოლია, ცემა თავდამსხმელი, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში მისი დაყაჩაღება განიზრახა.
პოლიანა თავის სახლთან ტაქსის ელოდებოდა, როდესაც მასთან უცნობი მივიდა და საათი კითხა, პასუხის შემდეგ უცნობმა ადგილი არ დატოვა, როდესაც პოლიანამ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, უცნობმა მას მიმართა, რომ ტელეფონი მისთვის მიეცა და წინააღმდეგობის გაწევა არც ეფიქრა, დაემუქრა, რომ შეიარაღებული იყო.

MMA-ის მებრძოლმა თავდამსხმელის გაუვნებელყოფა გადაწყვიტა, ვიდრე ის იარაღს გამოიყენებდა. მან მამაკაცს რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ გააკავა და გამვლელებს სთხოვა, რომ პოლიცია გამოეძახებინათ. ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

ინტერნეტში გავრცელდა მამაკაცის ფოტო, რომელსაც სახეზე დაზიანებები აქვს მიყენებული. ფოტო UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა „ინსტაგრამში“ განათავსა.

„მარცხნივ პოლიანაა, UFC-ის ერთ-ერთი მებრძოლი. მარცხნივ კი ბიჭი, რომელსაც მისი გაძარცვა უნდოდა. ეს ძალიან ცუდი იდეა იყო.“- წერს დანა უაიტი.

ნიუპოსტი