კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსება მოიპოვეს

კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსება მოიპოვესკომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.

,,წელს პირველად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ისტორიაში, ნაადრევი გადაწყვეტილებით, ოთხმა მოსწავლემ სრული დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ” – ნათქვამია განცხადებაში.

ეს მოსწავლეები არიან: გიორგი ჩუბინიძე, გიორგი კლდიაშვილი, ლექსო ბორაშვილი, ლუკა მდივანი.