საბა კემულარია კესო გაფრინდაშვილზე დაქორწინდა – ”გოგო უნდა იყოს გაწონასწორებული და კარგი ოჯახის შვილი”

საბა კემულარია კესო გაფრინდაშვილზე დაქორწინდა - ”გოგო უნდა იყოს გაწონასწორებული და კარგი ოჯახის შვილი”“მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის მონაწილე, 28 წლის საბა კემულარია დღეს დაქორწინდა. მისი რჩეული 19 წლის კესო გაფრინდაშვილია.

ამის შესახებ საბა კემულარიას პირად ფეისბუქ-გვერდზეა ნათქვამი.

ინფორმაციას ამ დროისთვის 440 მოწონება და უამრავი კომენტარი აქვს.

მეგობრები წყვილს გაბედნიერებას ულოცავენ და ყველანაირ სიკეთეს უსურვებენ.

მიმდინარე წლის მაისში საბა კემულარიამ ჟურნალ ”სარკესთან” პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

”ძალიან რთულია ზოგადად ახსნა, თუ როგორი გოგო შეიძლება მოგეწონოს. უნდა იყოს გაწონასწორებული, კარგი ოჯახის შვილი. მნიშვნელოვანია, გოგოს კარგი მშობლები, ძლიერი ოჯახი ჰყავდეს. ძლიერში ვგულისხმობ მორალურად, სოციალურად ძლიერს და არა – ფინანსურად.

უკვე მორალურად და ფინანსურად მომწიფებული ვარ იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა” – ამბობდა მაშინ საბა კემულარია.