როგორ გამოიყურებოდა შორენა ბეგაშვილი წლების წინ – ,,რაც შესაცვლელი მქონდა, შევიცვალე”

როგორ გამოიყურებოდა შორენა ბეგაშვილი წლების წინ - ,,რაც შესაცვლელი მქონდა, შევიცვალე"ბევრი ქალი ოცნებობს, მსახიობ შორენა ბეგაშვილს ჰგავდეს. პლასტიკურ ქირურგებთან მიდიან და სთხოვენ, ისეთივე ტუჩი, ცხვირი და ა.შ., გაუკეთონ, როგორიც მას აქვს.

შორენა არ მალავს, რომ პლასტიკური ქირურგისთვის თავადაც მიუმართავს. მას ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ტუჩები – გადიდებული.

-რაც მინდოდა, შევიცვალე. ცხვირის ოპერაცია გავიკეთე, არც კეხი მქონდა, არც სიგრძეს შევხებივართ, ოდნავ გვერდზე იყო წასული და შემომიწიეს. ტუჩიც გაკეთებული მაქვს, – აღნიშნა  ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მსახიობმა.

რაც შეეხება სხეულის ლამაზ ფორმებს, ამის შესახებ ის ამბობს:

-იმდენად მიყვარს ვარჯიში, რომ სულ ვვარჯიშობდი. სახლში მქონდა ორი ტრენაჟორი. ჩემთვის დღის ჩაგდება იყო სტრესი. არავინ თქვას, არ ვვარჯიშობ და მაინც კარგ ფორმაში ვარო.