ყოფილი მთავარი პროკურორის, ამჟამად კი ბიზნესმენის, ოთარ ფარცხალაძის გარშემო სკანდალები არ ცხრება. დღე არ გავა, მისი სახელი და გვარი არ ახსენონ რაიმე საქმეში. ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი ,,ომეგა ჯგუფის” გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს. მედია მისი შემოსავლებითა და ქონებითაც დაინტერესდა. ,,კურიერმა” მისი რამდენიმე მილიონად შეფასებული სახლიც გადაიღო (მასალა იხილეთ ბმულზე.
ყოფილ მაღალჩინოსანი მედიასთან კომენტარებს არ აკეთებს და მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ბევრი რამ არ არის ცნობილი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰყავს ვაჟი და მეუღლე ეკა ჩხიკვიშვილი. ფარცხალაძისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მათ ოჯახი ერთი წლის წინ შექმნეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი ბიზნესწილების მფლობელები შვილი, ანდრია ფარცხალაძე და მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი არიან.