გირჩმა 40 კგ ღორის მწვადზე ღია ტენდერი გამოაცხადა – ”ბელგიაც თამაშობს და ყრილობაც გვაქვს”

პოლიტიკური ორგანიზაცია გირჩი აცხადებს ღია ტენდერს ღორის 40 კილოგრამ მწვადის მიწოდებაზე.

ამის შესახებ 2 საათის წინ გირჩმა თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა.

განცხადებაში ასევე წერია:

”მიწოდების დრო: 23 ივნისი, დღის 16:00 საათი.
მიწოდების ადგილი: ირაკლი გამრეკელის 47.
ფასი: დაბალი.
ხარისხი: მაღალი.

კომენტარებში გთხოვთ, დათაგოთ თქვენი ფავორიტი რესტორნები მწვადის კუთხით
და – არ ვხუმრობთ!”

კითხვას, ბელგია თამაშობს? გირჩი ასე პასუხობს:

”ბელგიაც თამაშობს და ყრილობაც გვაქვს

ტენდერს უკვე გამოეხმაურა წისქვილი ჯგუფი, რომელმაც კომენტარებში დაწერა:

”ჩვენ შეგვიძლია💪
შეთანხმებულ დროს, ერთდროულად , ცხლად მოგართვათ 40 კგ ანუ 160 შამფური მწვადი 😇”