ასლან მამედოვის მასწავლებელი ისევ შოკშია _ რას ყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდზე

ასლან მამედოვის მასწავლებელი ისევ შოკშია _ რას ყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდზე

მამედოვი

თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, ასლან მამედოვი, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შემინული შენობიდან ჩამოვარდნილმა მინამ იმსხვერპლა. ის  თანაკლასელებთან და დამრიგებელ ფატი კვატაშიძესთან ერთად “მაკდონალდსში” მიდიოდა.
როგორც ამბობენ, მასწავლებელს სადამრიგებლო კლასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ფატი კვატაშიძეს პირველი სადამრიგებლო კლასი წელს, იანვარში ჩააბარეს. ის ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნავდა.  როგორც ამბობენ, ასლან მამედოვის დამრიგებელი ჯერაც ვერ მოვიდა გონს, ქალი მომხდარის გამო კვლავ შოკშია.

გარდაცვლილის ახლობელმა დათო რამინოვმა ასლანზე საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

– მომხდარისგან გონს კიდევ ვერ მოვდივართ, ბიჭი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, ოპერაციამდე გაუჩერდა გული. ასლანს ახალგაზრდა დედ-მამა ჰყავს, ოჯახს ორი შვილი დარჩა, მაგრამ, ერთი შვილი მეორეს როგორ შეცვლის? ასლანის მშობლებს შორს მოუხდათ შვილის გადასვენება, – რუსთავთან ახლოს რომ მუსლიმანური სასაფლაო, სადაც ასლანის პაპაა დაკრძალული, უკვე დახურულია; ამიტომ ბიჭი დმანისში, დედის სოფელში წაასვენეს დასაკრძალად. გამოდის, ქუჩაში გასვლაც კი სახიფათოა, არავინ ვართ დაცული…

ასლანს ვეღარავინ გაგვიცოცხლებს, მაგრამ დამნაშავე მარტო იმიტომ უნდა დაისაჯოს, სხვისი შვილებიც არ იმსხვერპლოს ადამიანთა გულგრილობამ და გაუფრთხილებლობამ

KVIRISPALITRA.GE