სოფო ბედია: „მიყვარხარ, დედას ერთო. ჩემო სუნთქვავ, გილოცავ!“

სოფო ბედია: „მიყვარხარ, დედას ერთო. ჩემო სუნთქვავ, გილოცავ!“მომღერალ სოფო ბედიას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს.. მართალია, სოფოს და მის მეორე მეუღლეს, მიშა მესხს, საერთო შვილი ძალიან უნდათ, მაგრამ ჯერჯერობით ნიკოლოზის აღზრდით არიან დაკავებულები.

გუშინ ნიკას დაბადების დღე იყო. სოფო თავის ბიჭს დაბადების დღეს ფეისბუქითაც ულოცავს და თან ქრონოლოგიურად იმ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც დედა-შვილი სხვადასხვა ასაკში არიან აღბეჭდილნი…

„ჩემო სიცოცხლე, გილოცავ დაბადების დღეს. ღმერთმა დალოცვილი, ჯანმრთელი, დღეგრძელი, ბედნიერი და სასახელო მიმყოფოს შენი თავი. მიყვარხარ, დედას ერთო. ჩემო სუნთქვავ, გილოცავ. დღეს 9 წლის გახდი…“

თეკლა ჟვანია, მშობლები