საფრანგეთში ყოველი მე-8 ქალი გაუპატიურებულია

საფრანგეთში ყოველი მე-8 ქალი გაუპატიურებულიასაფრანგეთის ანალიტიკური ცენტრის “ჟან ჟორესის ფონდის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 4  მილიონი ფრანგი ქალი, ანუ მდედრობითი სქესის მოსახლეობის 12% გაუპატიურებულია.

“ყოველი მერვე ქალი საფრანგეთში ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ძალიან ბევრია ისეთებიც, რომლებმაც ეს საშინელება რამდენჯერმე გადაიტანეს,” – ნათქვამია დასკვნაში.

იმ ქალებს, რომლებსაც საკუთარი ისტორიის შესახებ საუბარი სურდათ, შეეძლოთ, გამოეყენებინათ ჰაშტეგი #balancetonporc (“მოყევი ღორის შესახებ”).

აქვე აღნიშნულია, რომ ფრანგი ქალების 58%-ს უხამსი წინადადება მიუღიათ მამაკაცებისაგან, ხოლო 48%-ს მამაკაცები, მათი თანხმობის გარეშე, ინტიმურ ადგილებზე შეხებიან.

ამ დროს, სწორედ ასმა ცნობილმა ფრანგმა ქალმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც კამპანია #MeToo-სა და #Time’sup-ს აკრიტიკებდა.

ნიუპოსტი