რატომ ვუჭახუნებთ ჭიქებს?

რატომ ვუჭახუნებთ ჭიქებს?სადღესასწაულო სუფრასთან ჭიქების მიჭახუნება მშვენიერი ტრადიციაა! მიზეზი კი, რის გამოც ის აღმოცენდა, საკმაოდ სასაცილოა.

რამდენიმე საუკუნის წინ მიჩნეული იყო, რომ ტრაპეზის დროს შეიძლება ადამიანი მოიწამლოს (არაკეთილმოსურნეები ყოველთვის საკმარისად არიან). ამიტომ ადამიანები ერთმანეთს უჭახუნებდნენ ჭიქებს, რომლის შემდეგ ღვინო სასმისებში ჩქაფუნით ამოშხეფდებოდა და ერთმანეთში გადადიოდა. ამგვარად, შხამი წილად ყველას ერგებოდა. თუ ვინმე უარს იტყოდა მიჭახუნებაზე, მაშასადამე, მას ცუდი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული.

ასევე მიჩნეული იყო, რომ ჭამის დროს ხმამაღალი ბგერები ბოროტ სულებს დააფრთხობდა. ამიტომ ხალხი ცდილობდა, ყოველთვის გამოეცათ ხმები სადღეგრძელოს წარმოთქმისა და ბოკალების მიჭახუნებისას.

სადღეისოდ ამ ცუდი ცრურწმენის კვალიც არ დარჩა. ჭიქების მიჭახუნება უბრალოდ სმენისთვის სასიამოვნო საზეიმო მომენტია.

“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ