იმედა არაბული: “ადრე ასაკით უფროსი ქალები მომწონდნენ, გამოცდილები არიან საწოლში”

იმედა არაბული: "ადრე ასაკით უფროსი ქალები მომწონდნენ, გამოცდილები არიან საწოლში"გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მსახიობთან იმედა არაბულთან, რომელიც “პრაიმტაიმში” დაიბეჭდა.

– რეალურ ცხოვრებაში თუ გყოლია კერპი, მსახიობის, მომღერლის ან უბრალოდ ლამაზი ქალის სახით?

– მონიკა ბელუჩი იყო ჩემი კერპი, ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა. ჩვენს ბავშვობაში იყო კიდევ ერთი მომღერალი – საბრინა, აი, ეგ მომწონდა კიდევ (იცინის).

– ხომ არ გაგვიხსნი კარტებს, შერიგდება თქვენი წყვილი?

– თავადაც არ ვიცი. ორშაბათის სერიით უნდა დამთავრებულიყო სეზონი. მერე ინფორმაცია მოვიდა, რომ 12 სერია დაემატა ამ სეზონს. ანუ თებერვალშიც იქნება. შემდეგ სეზონში კი არა, ამ თორმეტ სერიაში ვიქნები თუ არა, ესეც არ ვიცი. შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით, რა ბედი ეწევა ჩვენს წყვილს.

– შენი აზრით, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ნუნუკამ ფროდო მიატოვა?

– არ არის აქ მხოლოდ ასაკი გადამწყვეტი. ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი შეხვდა ერთმანეთს. ნუნუკა არ არის უტვინო ქალი, ჭკვიანი ქალია…

– სულელური ნაბიჯი კი გადადგა…

– ქალია, მთელი ცხოვრება ოჯახს შეალია, სამზარეულოში გაატარა. მოეწონა მამაკაცის სითბო, გულწრფელი სიყვარული და გადადგა ნაბიჯი. ბოლოს მიხვდა, რომ არ გამოვა. ფროდოც ხვდება. გახსოვთ ის ტექსტი, – სამწუხაროდ, თქვენ მხოლოდ გარეგნობით ჰგავხართ რებეკასო, რომ ამბობს.

– ფროდოსნაირ ტიპაჟებს შეხვედრიხარ რეალურ ცხოვრებაში?

– არა, ბიზნესმენებთან ურთიერთობა არ მაქვს… ამ პერსონაჟშიც არის დადებითი მხარეები. მომწონს ის, რომ კარგი აღზრდილია, არავისთან არაფერი არ ეშლება, მათ შორის არც ქალთან.

– შენთვის რამდენად მისაღებია წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა და თავად თუ შეგყვარებია შენზე ასაკით ბევრად უფროსი ან უმცროსი ქალი?

– 21-22 წლის ასაკში ჩემზე უფროსი ქალები მომწონდა. 35-40 წლის ქალებთან ურთიერთობას ვამჯობინებდი. მომწონდა ის, რომ არ იყვნენ ჭირვეულები პატარა გოგონებივით, გამოცდილები იყვნენ ცხოვრებაში, ურთიერთობაში, საწოლში. მავსებდა მათთან ურთიერთობა. ახლა ასაკით უმცროსი გოგონები მომწონს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩემზე უფროსიც მომეწონოს. ზოგადად, რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას წყვილს შორის, საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს ბარიერია. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს. ამ სერიალმა დამანახა ერთი რამ. სოციალურ ქსელში ჩვენს წყვილს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა 40-50 წლის ქალების სახით. ეს ის კატეგორიაა, რომელთაც ნუნუკასავით არ გაუმართლათ და ფიქრობენ, რომ რატომაც არა, რატომ არ დაიმსახურა ამ ქალმა ბედნიერება. იყვნენ ისეთებიც, ვინ ლანძღავდნენ ქეთი ჩხეიძის გმირს, რამ გაატუტუცა ამხელა ქალიო. ვფიქრობ, რომ, ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს.