პარიზის ზოოპარკიდან 50 მაიმუნი გაიქცა

პარიზის ზოოპარკიდან 50 მაიმუნი გაიქცაპარიზში, ზოოპარკიდან ბაბუინის ჯიშის 50-მა მაიმუნმა ვოლიერებიდან გაქცევა მოახერხა.

შემთხვევის გამო, ზოოპარკში ევაკუაცია გამოცხადდა. შესაბამისმა სამსახურმა 46 მათგანის ვოილიერში დაბრუნება შეძლო, თუმცა ოთხი მათგანის გაჭერა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მაიმუნების შეპყრობა იმან გააადვილა, რომ ისინი ადამიანებთან კონტაქტის გარეშე, ზოოპარკის ცენტრში, დიდ ქვასთან შეიკრიბნენ.

პოლიციამ მათი დაჭერა ტრანკვილიზატორით აღჭურვილი სპეციალური თოფებით შეძლო.

ზოოპარკში 2008-2014 წლებში რემონტი ჩატარდა, რათა დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნათ.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი