დავით ქაცარავა: “გულის შეტევა მომივიდა ნერვულ ფონზე”

დავით ქაცარავა: "გულის შეტევა მომივიდა ნერვულ ფონზე"ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა. როგორც ქაცარავამ 24 იანვარს “პრაიმტაიმს” უთხრა, კლინიკაში მოხვედრის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

“გუშინ მომივიდა გულის შეტევა ნერვულ ფონზე. რეანიმაციაში გავატარე გუშინდელი ღამე. დღეს უკვე პალატაში ვარ. გამოკვლევები ჩავიტარე და კარგი პასუხებია. სავარაუდოდ, ხვალ დავტოვებ კლინიკას”, – აღნიშნა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა.