ნია წივწივაძე შეყვარებულს ცოლად ვერ გაყვება

ნია წივწივაძე შეყვარებულს ცოლად ვერ გაყვება“მის საქართველო 2017”-ის ნია წივწივაძის შეყვარებული ფეხბურთელია. კონკურსის წესების მიხედვით, ის ერთი წლის განმავლობაში ოჯახს ოფიციალურად ვერ შექმნის.

– ჩემი რჩეული ნიკუშა ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, სპორტსმენი შეყვარებული არასოდეს მინდოდა, რადგან ვხედავდი ჩემი ძმა როგორი დაკავებული იყო, მაგრამ ასე მოხდა: ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა და უკვე 2 წელია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება… წესების მიხედვით 1 წელი ჩვენი დაქორწინება არ შეიძლება, მაგრამ ჯერ არც ვაპირებთ პატარები ვართ და დაოჯახება არ გვეჩქარება, – ამბობს “მის საქართველო 2017” ჟურნალ “გზასთან” საუბრისას.