ეჭვიანობს თუ არა სოფო ხაჭაპურიძე დავით ქაცარავაზე

ეჭვიანობს თუ არა სოფო ხაჭაპურიძე დავით ქაცარავაზესპორტსმენსა და მსახიობს, დავით ქაცარავას, რეჟისორებმა თუ ჟურნალისტებმა სექსუალური მამაკაცის იმიჯი მოარგეს. ბევრი თაყვანისმცემელი ქალიც ჰყავს, მაგრამ ეს მისი და მისი ცოლის, სოფო ხაჭაპურიძის ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება.

– დავით, თქვენ და სოფო ხაჭაპურიძეს სამი შვილი გყავთ. თქვენს თანაცხოვრებაში არ არის სკანდალები, სტაბილური წყვილი ხართ. როგორ ახერხებთ ამას?

– მარტივი რეცეპტი გვაქვს, მე და სოფოს ერთმანეთი გვიყვარს. ამას გარდა, ჩვენ დროულად ავითვისეთ კომპრომისების ხელოვნება. 12 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ, შეყვარებულები კი – 19 წელია.

ბუნებრივია, რთული ეტაპები თანაცხოვრების პერიოდში პერმანენტულად ჩნდება ხოლმე, მაგრამ ადამიანი თუ გიყვარს, მზად ხარ, მის გამო ბევრ რამეზე დახუჭო თვალი. გამონათქვამია ასეთი – ოჯახური ცხოვრება კომპრომისების ხელოვნება არისო. თუ ის ადამიანი შენთვის ღირებულია, ძალიან მარტივია ურთიერთობის შენარჩუნება.

– ქალების მხრიდან ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევით. ეს თქვენს ურთიერთობას არ უშლის ხელს?

– არა. ორივე ვგრძნობთ ქალების მხრიდან გარკვეულ ყურადღებას, ეს ეჭვიანობის ფაქტორიც გამხდარა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს.

– 40 წლის ხართ. როგორი ასაკია ეს მამაკაცისთვის?

– სიმართლე გითხრათ, ასაკს ვერანაირად ვგრძნობ. ერთი რამ ზუსტად ვიცი: ადამიანი დაბერებას მაშინ იწყებს, როცა გადაწყვეტს, რომ დაბერდა. ფიზიკურად ახლა უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე თუნდაც 20 წლის ასაკში. ენერგია ულევად მაქვს.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”