ნინო ნადირაძე: ,,ბევრს ვიცნობ, ცოლი ლუქიანი 07-ის გამო რომ მოიყვანა”

ნინო ნადირაძე: ,,ბევრს ვიცნობ, ცოლი ლუქიანი 07-ის გამო რომ მოიყვანა"კარდიოლოგი ნინო ნადირაძე ,,გზასთან” ნაადრევ ქორწინებაზე საუბრობს.

-ახალგაზრდულ ასაკში ვინც ქორწინდება, ამ ნაბიჯს დაუფიქრებლად დგამს და მომავალი მეუღლის თვისებებს დიდად არც აკვირდება. ისე კი, ადამიანს გააჩნია, თითოეული ადამიანი ინდივიდია, განუმეორებელია და განსხვავებულად იქცევა.

მაგალითად მე, თავიდან გუგას ჩაცმულობა და გარეგნობა მომეწონა. იუმორის გრძნობასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ჩემთვის ადამიანის ეს თვისება გადამწყვეტია. ადამიანს თუ იუმორის გრძნობა არა აქვს, მის ინტელექტს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ. ხშირად გაიგონებთ, რომ ახლანდელი ახალგაზრდები ოჯახს ანგარებით ქმნიან, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, თუმცა ანგარებით შექმნილი ოჯახები ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. ჩემს ახალგაზრდობაშიც ასე იყო: ბევრს ვიცნობ, ცოლი ლუქიანი 07-ის გამო რომ მოიყვანა, რა თქმა უნდა, მათ სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ასეთები ყველა თაობაში იყვნენ და მომავალშიც იქნებიან, – ამბობს ნინო ნადირაძე.