ნუცა ჩიტაძის ზღაპრული სამყარო, სადაც მხოლოდ კეთილი ადამიანები ცხოვრობენ

ნუცა ჩიტაძის ზღაპრული სამყარო, სადაც მხოლოდ კეთილი ადამიანები ცხოვრობენხაშურში ერთი გოგონა ცხოვრობს, რომ შეხედავ, ზღაპრებიდან გადმოსულ პრინცესას ჰგავს და თვითონაც ზღაპრულ სამყაროს ქარგავს ლექსებით, ჩანახატებითა და ნახატებით.

20 მარტს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის მირზა გელოვანის სახელობის ფილიალში ნუცას  ნახატების გამოფენა გაიმართა და მოეწყო მისი წიგნის პრეზენტაცია – „ალუბლის ყვავილობა”. ნუცა მერვეკლასელია და უკვე ორი წიგნის ავტორია.

თუ როგორ ქმნის თავის ზღაპრულ სამყაროს ზღაპრული, კეთილი ადამიანებით დასახლებულს, იხილეთ სიუჟეტში – ვიდეო (ფოტოებზე – ნუცა დედასთან ერთად და მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად).

2019 წლის 20 მარტს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის მირზა გელოვანის სახელობის ფილიალში გაიმართა ხაშურის #2 საჯარო სკოლის მოსწავლის ნუცა ჩიტაძის ნახატების გამოფენა და მისი წიგნის „ალუბლის ყვავილობა“ პრეზენტაცია.

Gepostet von მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა am Mittwoch, 20. März 2019

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019