,,მარიკომ თავისი ინგლისურით ბიონსეს სიმღერა საერთოდ გაანადგურა და ნათია აზრზე არ იყო, რას მღეროდა” – რას წერენ მარიკო ლეჟავასა და ნათია თოდუას დუეტზე (ვიდეოები)

,,მარიკომ თავისი ინგლისურით ბიონსეს სიმღერა საერთოდ გაანადგურა და ნათია აზრზე არ იყო, რას მღეროდა" - რას წერენ მარიკო ლეჟავასა და ნათია თოდუას დუეტზე (ვიდეოები)პროექტ ,,საქართველოს ვარსკვლავში” მარიკო ლეჟავამ და ნათია თოდუამ შეასრულეს ბიონსეს სიმღერა Freedom (თავისუფლება). მათ დუეტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

,,მარიკოს კიკინა დამესიზმრება ამაღამ, აი, რა გინდოდათ?”, ,,ან სიმღერის ტექსტი წაგეკითხათ და გაგეგოთ, რა თემაზე მღერის ბიონსე და რატომ ჰქვია სიმღერას Freedom, ან რომელიმე ლაივ პერფორმანსისთვის გეყურებინათ. მარიკომ საერთოდ თავისი ინგლისურით გაანადგურა და ნათია, მგონი, აზრზე არ იყო, რას მღეროდა”, ,,კიდევ კარგი, ბიონსე არ გიყურებთ”, ,,მაგრები ხართ, გოგოებო! ქ ყველა როგორი პროფესორია”, ,,მშვენივრად იმღერეთ, გოგოებო! “, ,,ქართული შოუბიზნესი ისეთ დღეშია, რომ მომღერლებს სიმღერა დაავიწყდათ”, – წერენ პროექტის ფეისბუქგვერდზე.

რაც შეეხება ბიონსეს ამ სიმღერას, მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 11 ოქტომბერს მსოფლიოში გოგონების საერთაშორისო დღეს აღინიშნება. 2017 წელს კამპანიის „თავისუფლება გოგონებს“ ფარგლებში, ამერიკელმა პოპ-მომღერალმა ბიონსემ ამ სიმღერის კლიპი წარმოადგინა. კლიპით მან ქალების მიმართ ძალადობის და  ნაადრევი  ქორწინების წინააღმდეგ გაილაშქრა.

მოკლიპის რეჟისორის თქმით, მისი მთავარი მიზანი არა ქალურობის ან სინაზის ჩვენება იყო, არამედ იმის, რომ თანამედროვე ქალები ძალიან ძლიერები არიან (ქვემოთ იხილეთ მარიკო ლეჟავასა და ნათია თოდუას დუეტი და ბიონესეს ცნობილი კლიპი).

 

 

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019