,,გჩაგრავენ, ქალბატონო მინისტრო? ის 190 ადამიანი პრინციპის გამო გაუშვით სამსახურიდან?” – თამო კეშელავა

,,გჩაგრავენ, ქალბატონო მინისტრო? ის 190 ადამიანი პრინციპის გამო გაუშვით სამსახურიდან?" - თამო კეშელავაჟურნალისტი თამო კეშელავა ფეისბუქით ეხმაურება თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც ჩნს, რომ შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს.

„თეა წულუკიანმა თქვა, არ წავალ, თუ სამინისტროს უფლებამოსილებას არ შეზღუდავენ, რაღაც პრინციპულ თემებზე ვმსჯელობთო…

კარგია, თუ პრინციპები გაქვთ, მაგრამ გჩაგრავენ, ქალბატონო მინისტრო?

სამინისტროს და მინისტრის უფლებამოსილებაში ერევიან?

იუსტიციის მინისტრსაც ,,არეკეტებენ”, ქალბატონო მინისტრო?

და თუ დარჩით, ესე იგი – მოუგეთ და თუ მოგიგებენ – წახვალთ?

რომელი რომელს დააჩოქებთ – ესაა თამაშის არსი?

კორიდაა, ქალბატონო მინისტრო?

და ის 190 ადამიანი, 15 იანვარს რომ წერილები დაუგზავნეთ, სამსახურიდან გიშვებთო, პრინციპის გამო გაუშვით, თუ უფლებამოსილების?

მაინც ვის ეკამათებით, რომელს და რას ჰქვია, არ ითქმება – პირადულია რამე?

ხომ არ გავიწყდებათ, რომ ერთადერთი, ვის წინაშეც როგორც მინისტრი, ანგარიშვალდებული ხართ – ხალხია?

რეებს მოიგონებთ ხოლმე, რა სასაცილო ხალხი ხართ… პრინციპიო, კაცო! ფარცხალაძის მომყვანმა – პრინციპიო…“.

ღარიბაშვილის დაბრუნება და წულუკიანის შესაძლო წასვლა – “ხელისუფლება აგონიაშია”

თეა წულუკიანი – “ჩემს ადგილს მხოლოდ კაკულიების გუნდში ვხედავ”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019