,,შეხედეთ, ვის შვილზე ნაკლებია?! ნამდვილი პრინცი, რომელსაც სამშობლომ ოცნებები მოუკლა”

,,შეხედეთ, ვის შვილზე ნაკლებია?! ნამდვილი პრინცი, რომელსაც სამშობლომ ოცნებები მოუკლა"გიორგი გიორგაძე სოციალურ ქსელში ლაშა კობახიძის შესახებ წერს, რომელიც თბილისში ექვს ადამიანთან ერთად გაზის აირით მოიწამლა.

,,თბილისში დაღუპულ 7 ახალგაზრდა კაცს შორის ყველაზე პატარა, 18 წლის ლაშა კობახიძე ზესტაფონიდან ლუკმაპურის საშოვნელად ჩამოვიდა დედაქალაქში. უკან კი ვეღარასოდეს დაბრუნდება.

მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ რა ბედენაა? კარგად შეხედეთ, დააკვირდით, ვისზე, ვის შვილზე ნაკლებია? აღნაგობით, ჩაცმის კულტურით, დგომა-გამოხედვით, ნამდვილი ,,პრინცი!”. ზნეობა, პასუხისმგებლობა რომ მაღალი და შესაშური ჰქონდა, ამას პატარა ასაკიდან ოჯახის სარჩენად, შესაშველებლად მისგან აღებული ვალდებულებაც ადასტურებს.

ვინ მოთვლის, რამდენი ოცნება და ფიქრი მოუკლა, გაუნადგურა სამშობლომ, რომლისგანაც ბევრს არაფერს ითხოვდა. მომეცით საშუალება, ვიშრომო, ოფლი ვღვარო, ვისწავლო, ღამეები ვათენო, ოჯახსაც გამოვადგე და სამშობლოსაცო!..

ლაშა, არ დაიდარდო, იქნებ დღეს, აქაურ მიწიერ ცხოვრებას შენი ზეციური სჯობს! უცოდველს უფალი მიგიღებს და გიპატრონებს”.