რადიო ,,მარნეული” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაღჯლოს ერთ-ერთ მაღაზიაში გაჭირვებულებს პურს უფასოდ ურიგებენ.
როგორც მაღაზიის მეპატრონე ალი იმანოვი ამბობს, რომ ნებისმიერს, ვისაც არ აქვს საშუალება და ამას მოისურვებს, პურს უფასოდ მისცემენ.
პურის შესანახ კარადას ასეთი წარწერა აქვს: ,,სოციალურად გაჭირვებულებისთვის პური უფასოა”. წარწერა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზეა.