,,კარი გაიღო და ბიჭი გადმოვარდა, გოგონა კი ბოლომდე ჩაიყოლა ხრამში” – შეყვარებულების უკანასკნელი ვალენტინობა, ტრაგედია ჩაქვში

,,კარი გაიღო და ბიჭი გადმოვარდა, გოგონა კი ბოლომდე ჩაიყოლა ხრამში" - შეყვარებულების უკანასკნელი ვალენტინობა, ტრაგედია ჩაქვშიჩაქვში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვტომანქანა ხრამში გადავარდა, დაიღუპა 19 წლის თამარ ართმელიძე, რომელიც ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში ცხოვრობდა. გოგონა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი იყო. ის, საქმროსთან ერთად, ავტომანქანით მტირალას მთიდან ბრუნდებოდა. შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. ახლობლების თქმით, მათ ვალენტინობა აღნიშნეს ერთად.

სასწაულად გადაურჩა სიკვდილს გოგონას საქმრო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანამ მიმართულება მოულოდნელად შეიცვალა და დაახლოებით, 200 მეტრიან ხრამში გადაიჩეხა.

სიცოცხლით სავსე და ლამაზ გოგონას მთელი სოფელი გლოვობს. თამარ ართმელიძის ახლობელი კვირის პალიტრასთან ყვება:

– ჭკვიანი, მოსიყვარულე და ლამაზი გოგო იყო ჩვენი თამარი. ასეთი სრულყოფილი ადამიანი იშვიათია – გარეგნობითაც შემკული და საუკეთესო ადამიანური თვისებებითაც.

თამარს მართლაც კარგი ბიჭი უყვარდა. ორი წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები, დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. ამ საბედისწერო დღეს კი ვალენტონობა მეგობრებთან ერთად აღნიშნეს მტირალას მთაზე, რესტორანში. იქ მთელი სამეგობრო იყო, თუმცა ძალიან გვიან არ დაშლილან. კატასტროფა რომ მოხდა, ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო…

როგორც ჩანს, ვარდინასას მანქანის კარი გაიღო, ბიჭი გადმოვარდა და ხევის შუა ნაწილში, სადაღაც გაიჩხირა. ამიტომაც მიუსწრეს მას გზაზე გამვლელებმა ცოცხალს, ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმც კი, კვლავაც მძიემდ არის, ბათუმიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, იმედი მაქვს, კარგად იქნება, ისედაც ასეთი ტრავმა მიიღო, საყვარელი ადამინის დაკარგვა მთელი ცხოვრება დიდ ტვირთად გაჰყვება…

საუბედუროდ, რაც მოხდა, იმას ვერაფერი გამოასწორებს. რაც შეეხება თამარს, გოგონა ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხევში. იქ კი მდინარეა, რომელშიც მანქანა ჩავარდა. სავარაუდოდ, თამარი საბოლოოდ ამ მდინარის წყალმა დაახრჩო. შეიძლება მას ძალა აღარ ეყო, რომ ღვედი გაეხსნა ან გონება ჰქონდა დაკარგული და იმიტომ ვერ მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, თორემ, როგორც ამბობენ, ვარდნისას მძიმე ტრავმები არ ჰქონდა მიღებული და შეიძლება გადარჩენილიყო კიდეც, თუნდაც მშველელს დროულად რომ მიესწრო. თამარს ძალიან კარგი მშობლები და უმცროსი და-ძმა ჰყავს.

კვირის პალიტრა