ნინო ახობაძე: “ასობიე პრიმეტი სიბერისა… ზატო გულია ახალგაზრდა და ტრუხა რამეები არ გვინდა…”.

ნინო ახობაძე: "ასობიე პრიმეტი სიბერისა... ზატო გულია ახალგაზრდა და ტრუხა რამეები არ გვინდა...".ნინო ახობაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ასობიე პრიმეტი
სიბერისა
👇
ა) როდესაც ქორწილებში თითქმის აღარ დადიხარ და თუ დადიხარ-მეგობრის შვილის, ნათესავის შვილიშვილის და ა.შ.
ბ) რესტორანში უპირატესობას ანიჭებ ჭამას და “ჩქარებზე” საცეკვაოდ აღარავინ გექაჩება. “ნელებზეც” მხოლოდ შენი დაქალის რადიკულიტიანი ქმარი, ან შენი ბიძაშვილი; 😂🤦‍♀️
გ) დიდად აღარ განიცდი დანაკარგს (ადამიანის), სულერთია ქალი, კაცი, მეგობარი, საყვარელი ადამიანი… აღარავითარი დეპრესია და ნერვიულობა: წავიდა კარგად იყოს…
დ) უფრო მეტი დრო გინდა გაატარო მშობლებთან;
ე) გადარდებს პოლიტიკა და უყურებ ტელევიზორს დიდი დოზით;
ვ) ტირიხარ სერიალებზე;
ზ) კვირაში ორჯერ მაინც გიწევს პანაშვიდი-გასვენება (ჯვარიაქაურობას)
თ) აქ ანუ facebook-ზე ყრი ფოტოებს, სადაც ბაძავ 22 წლის გოგოშკებს და ხარ ტანკლი-ცუნკლიში, და ვიღაცეები რო გიწერენ-“რა ლამაზი ხარ” იჯერებ;
ი) დადიხარ დაბადების დღეებზე, სადაც მომაკვდინებელი რუტინაა და მხოლოდ ქალები ესწრებიან სუფრას; ჭორავთ იმას, ვინც ვერ მოვიდა… 😂😂🤦‍♀️ ან სხვა ქალებს..
კ) პოსტავ წუწუნით, ეჩხუბები მთავრობას-წინას, ამას, შემდეგს… სულერთია…
ლ) ვინმე რო გწერს ლამაზ სიტყვებს, ერთი სული გაქვს უპასუხო:-“პირდაპირ მითხარი შენს გახარებას-რა გინდა”…
😂😂😂😂 მაგრამ ამის ნაცვლად სწერ:-“ვაიმეე გმადლოობ”
მ) გული გისკდება არ გასუქდე და სულ წონაზე წუწუნებ…
ნ) ხშირად წერ ასეთ სტატუსებს: “დღეს ადგილი დამითმეს წარმოგიდგენიაააათ? ვაიმეე ნუთუ ასე დავბერდიი”???
🤦‍♀️🤦‍♀️😂😂
——
ეხა თუ არ გავჩერდი, ვატყობ ქართული ანბანი აღარ მეყოფა…
და ბარემ ესეც
ო) წერ გრძელ პოსტებს და ტვინსა ღუნამ….. ვითარცა-მე.
😂😂😂😂😂😂😂😂😂
შეგიძლიათ დაასრულოთ… დასაწერი კიდევ ბევრია…
“ზატო გულია ახალგაზრდა” და ტრუხა რამეები არ გვინდა….
აი ეხლა მეზობელს ხმამაღლა აქვს ჩართული მუსიკა, ბავშვები ძიგძიგებენ და ლამისაა ალა პუგაჩოვასავით ავუხტე პოლის ჯოხით! 🤦‍♀️☺️☺️☺️☺️”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019