,,როგორ მაინტერესებს, ასეთი სიძულვილი არის სხვა ქვეყნებშიც?” – შინდისის გზაზე ორი ახალგაზრდა მოკლეს

,,როგორ მაინტერესებს, ასეთი სიძულვილი არის სხვა ქვეყნებშიც?" - შინდისის გზაზე ორი ახალგაზრდა მოკლეს,,როგორ მაინტერესებს, ასეთი სიძულვილი არის სხვა ქვეყნებშიც? უფსკრულთან ვდგავართ, ერთმანეთის პატიება და სიყვარული დავკარგეთ”, – ასე ეხმაურება ბერი ანთიმოზ მჭედლიძე ცოტა ხნის წინ შინდისის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას, სადაც ცივი იარაღით ორი  ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არიან დაჭრილებიც, რომელთაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

​მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.