რატომ დასცინიან ორსულ მეგან მარკლს

რატომ დასცინიან ორსულ მეგან მარკლს2018 წლის Fashion Awards-ის ცერემონიაზე გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელში არ წყდება ჰერცოგინიაზე მითქმა-მოთქმა. ინტერნეტ მომხმარებლებს უჩვეულოდ მოეჩვენათ პრინცი ჰარის ორსული მეუღლის ჟესტები. ფოტოს ქვემოთ, კომენტარებში ჰერცოგინია ნარცისიზმში დაადანაშაულეს და ვარაუდი გამოთქვეს, რომ მას მუცელზე წარა-მარა ხელის მოკიდებით საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურდა საკუთარი პერსონის მიმართ.
“მეგან, ჩვენ ვიცით, რომ ორსულად ხარ!”, მეგანი ხელებს არ აშორებს მუცელს, რაც არ მიმაჩნია ღირსეულ ჟესტად. არ იქნებოდა ურიგო, მანერები კეიტ მიდლტონისგან გადაეღო”, “მარკლს თავი მადონა ჰგონია”, “არსად მინახავს, ორსულს ამ სიხშირით ელაგოს მუცელზე ხელები”,- წერენ მომხმარებლები.

მეგანს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მომავალი დედის ქცევა სავსებით ნორმალურია: “ხელის სმა ამშვიდებს ნაყოფს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედა სტრესშია”, ასეთი სახით ურთიერთობა პატარასთან, ძალიან სასარგებლოა”, “მეგანი თვითონ გადაწყვეტს, სად როგორ მოიქცეს”.
მეგანის ორსულობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ცნობილი გახდა ოქტომბრის შუა რიცხვებში. ელიზაბეტ II -ის შვილთაშვილი 2019 წლის გაზაფხულზე დაიბადება. მომავალი ბავშვის ნათლიები იქნებიან ჯორჯ და ამალ კლუნები.

მშობლები