ნინი ქარსელაძე: ,,თავს გაუფრთხილდით!”

ნინი ქარსელაძე: ,,თავს გაუფრთხილდით!"მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ექიმ-ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის პოსტს აქვეყნებს და წერს: ,,თავს გაუფრთხილდით!”.

გუშინ ზურაბ სიხარულიძემ საგანგაშო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ინტერნეტით ისევ სიკვდილი იყიდება და ახალგაზრდები კომოტოზურ მდგომარეობაში რეანიმაციაში ხვდებიან.

,,მინდა, ყველა გავაფრთხილო – ახალგაზრდები: ვინც ამ ბოლო დღეებში საიტებიდან გამოიწერეთ ნივთიერებები, ის არ არის, რადაც მას ასაღებენ! არ არის გამორიცხული, რომ ისევ კარფენტანილი იყოს,  ვინაიდან ადამიანები ისევ  მოხვდენენ რეანიმაციაში და ისევ აძინებს და გადადიან კომატოზურ მდგომარეობაში!

ფრთხილად იყავით და გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს! მოიშორეთ, თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს, ის სიკვდილია!”, – წერს ზურაბ სიხარულიძე.