ნიკა გვარამია: ,,არ მიეკაროთ ჩემს ოჯახს, თორემ დაგიხვრიტავთ კოჭებს!”

ნიკა გვარამია: ,,არ მიეკაროთ ჩემს ოჯახს, თორემ დაგიხვრიტავთ კოჭებს!"ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზემ თაკო ჩარკვიანის ოჯახზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა:

„ჩემი ოჯახის წევრებზე ვინც იძალადებს, პასუხს გავცემ უმძიმესად, არ დავურეკავ პატრულს, რადგან აღარ ვენდობი და არც შსს-ს, პირდაპირ გეუბნებით, დაგიხვრიტავთ ფეხებს. არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, იარაღის ტარების უფლებაც მაქვს და ვატარებ. ჩემს შვილებსა და ცოლზე, ვინც ჩემთან ერთად არის, გადაწყვეტთ, რომ იძალადოთ ან რაიმე გააკეთოთ ისეთი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ფეხებს დაგიხვრიტავთ. პირდაპირ გეუბნებით ამ ეთერიდან. გაფრთხილებთ.

აბსოლუტურად კონკრეტული გადაწყვეტილება მაქვს მიღებული: როგორც კი მოახლოვდებით და რამეს გადაწყვეტთ ისეთს, რაც კანონს აღემატება, ფიზიკურ ძალადობაზე გადახვალთ, თქმით რაც გინდათ, ის თქვით, ფეხებზე მკიდია თქვენი ნათქვამი, ორ იმდენს გიპასუხებთ – დაგიხვრიტავთ კოჭებს. პირდაპირ გეუბნებით – დაგიხვრიტავთ კოჭებს. არ მიეკაროთ ჩემს ოჯახს და აზრადაც არ მოგივიდეთ, მომეკაროთ – დაგიხვრიტავთ კოჭებს. ვინც გინდათ, ის იყავით და რამდენიც გინდათ. ყველას გეყოფით. რისთვის დავათრევ ამდენი წელია ამ იარაღს, ტარების უფლება მაქვს სიცოცხლის ბოლომდე“.