მიშელ ობამას პასუხი დემნა გვასალიას კაბასა და ჩექმაზე ატეხილ ხმაურზე

მიშელ ობამას პასუხი დემნა გვასალიას კაბასა და ჩექმაზე ატეხილ ხმაურზეამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა პრესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჟამად ამის მიზეზი მისი ახალი ჩაცმულობა გახდა.

თეთრი სახლის პროტოკოლიდან გათავისუფლების  შემდეგ მიშელ ობამა და მისი სტილისტი, მერედით კოპი არ ერიდებიან არაორდინალური ტანისამოსის შერჩევას.

მიშელ ობამა რისკს არც 19 დეკემბერს ბრუკლინში, საკუთარ მკითხეველებთან შეხვედრისას მოერიდა და მან არჩევანი ,,ბალენსიაგაზე” შეაჩერა. მი­შელი გა­და­ცე­მა­ში სე­რი­ა­ლ „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ ვარ­სკვლავ­თან, სარა ჯე­სი­კა პარ­კერ­თან სა­კუ­თარ წიგნ­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ვი­და. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის „ბა­ლენ­სი­ა­გას“ 4 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ჩექ­მა და ყვი­თე­ლი კაბა ეცვა.

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას  2019 წლის გაზაფხულის კოლექციიდან არჩეული ყვითელი აბრეშუმის კაბა და მბზინვარე ჩექმები მიშელ ობამასთვის არაორდინალური, თუმცა იდეალური არჩევანი აღმოჩნდა. ობამას ამ ჩაცმულობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

როდესაც მას სთხოვეს, რომ საკუთარ არჩევანზე კომენტარი გაეკეთებინა, მან განაცხადა: ,,ახლა მაქვს თავისუფლება, რომ ის გავაკეთო, რაც მინდა”.

ყოფილი პირველი ლედი ამჟამად ტურნეში იმყოფები თავის ახალ წიგნთან, მემუარებთან დაკავშირებით, რომელიც მისი ცხოვრების ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პერიოდს ეხება.

მიშელ ობამას ჩაცმულობა საქართველოშიც სალაპარაკო თემა გახდა. დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ დემნა გვასალია პლაგიატში დაადანაშაულა.
,,ისა­და, ვინც ჩემ­თან ვერ მო­ას­წა­რით შე­ძე­ნა ამ კა­ბის 2017, შე­გიძ­ლი­ათ ბა­ლენ­სი­ა­გა­ში შე­ი­ძი­ნოთ, ამ ზა­ფხულს მე ყვი­თე­ლის გა­კე­თე­ბას არ ვგეგ­მავ”, – დაწერა ავთანდილმა ,,ფე­ის­ბუქ­ში”.

მოამზადა ელენე გოგოლაძემ