ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ირაკლიმ ყველგან დამბლოკა, არ მინდა, გხედავდეო…” – ტელეწამყვანის გულახდილი ინტერვიუ – ვიდეო

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ირაკლიმ ყველგან დამბლოკა, არ მინდა, გხედავდეო..." - ტელეწამყვანის გულახდილი ინტერვიუ - ვიდეოტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა ,,სთორში” თათია შარანგიასთან თავისი ცხოვრების ეპიზოდებზე გულახდილად ისაუბრა.

-ირაკლისთან ოჯახის ნგრევამ ისე შემცვალა, ვისაც სამი წელი არ ვუნახივარ, ვერც მიცნობს – ინტერესები, დღის წესრიგი, თემები… საერთოდ სხვა ადამიანი ვარ…

თქვენ გგონიათ, იმ გოგომ დამინგრია ოჯახი? რას ლაპარაკობთ! არ არსებობს, მესამემ დაანგრიოს ოჯახი. ანუ ჯერ არის დანგრეული, ბზარია გაჩენილი და მერე ჩნდება ახალი.

ჩემი და ირაკლის ორწლიანი ურთიერთობა იყო ხეიბარი, ჩვენ მხოლოდ თანამებრძოლები ვიყავით. მე ვიყავი ხმლიანი ქალი და ვიცავდი ირაკლის ოჯახის ღირსებას, ირაკლის ღირსებას. სასაუბრო თემაც კი აღარ გაგვაჩნდა. მე დავკარგე ჩემი თავი. ამ ურთიერთობაში ირაკლის არცერთხელ დაუკარგავს თავი, მე დავკარგე ჩემი თავი, ფორმები… არაფერს ისე არ უნდა მუდმივი განზე ყოფნა, როგორც გრძნობებს… მე დავუსვი მთავარი შეცდომა, როგოც ქალი მოვეშვი, კაცი არ უნდა გახდე ურთიერთობაში, ყველაფრით კაცი ვიყავი…

მე მქონდა კიდევ ერთი სიყვარული ცხოვრებაში და მე ვფიქრობ, რომ ის იყო ჩემი სიყვარული… მე მითხრა ირაკლიმ, რომ მას აქვს კრიზისი, რომ ძალიან ცუდად არის, დეპრესია აქვს და უნდოდა, მარტო ყოფილიყო. მე ჩავალაგე ჩემოდანი, გამაცილა აერპორტში და ჩავჯექი თვითმფრინავში… აღარ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ყველგან დამბლოკა, არ მინდა, რომ გხედავდეო…  შევეშვით ერთმანეთს…

https://youtu.be/GmCcx0EwxIQ?t=137