,,დღემდე იმ იმედით მოვედი, რომ იაგო ნებიერიძემ ჩემი შვილი სადმე წაიყვანა, არ  მოუკლავს და ცოცხალია” – გორში დაკარგული ბავშვის დედა

,,დღემდე იმ იმედით მოვედი, რომ იაგო ნებიერიძემ ჩემი შვილი სადმე წაიყვანა, არ  მოუკლავს და ცოცხალია" - გორში დაკარგული ბავშვის დედაგორში 2004 წელს გატაცებული და ამ დრომდე გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედა, ხათუნა რაზმაძე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე მედიასთან ამბობს, რომ ოჯახმა არ იცის, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ბიჭის უგზოუკვლოდ დაკარგვის საქმე გაიხსნება. დაკარგული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, რომელიც გორში 8 წლის გოგო მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

ხათუნა რაზმაძე ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში თავისი შვილის ისტორიას დაწვრილებით ყვება:

-11 წელი შევციცინებდით ზაქროს. დაღამდებოდა თუ გათენდებოდა, ღმერთს მის კარგად ყოფნას შევთხოვდი. მეშინოდა ხოლმე, კიდევ საოპერაციო არ გამხდარიყო. სულ პრობლემებში ვიყავით… ბოლოს კი, ,,დღემდე იმ იმედით მოვედი, რომ იაგო ნებიერიძემ ჩემი შვილი სადმე წაიყვანა, არ  მოუკლავს და ცოცხალია" - გორში დაკარგული ბავშვის დედაზუსტად მაშინ, როცა ექიმმა გვითხრა, მორჩა, აღარაფერი დაემართება და უკვე კარგად არისო… ბოლოს, 20 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა და სკოლაში რაღაც ღონისძიებას დაემთხვა. სკოლაში გადავუხადე დაბადების დღე. საჩუქარს რომ აძლევდა ვინმე, იდგა და ცხარე ცრემლით ტიროდა , თითქოს გვემშვიდობებოდა ყველას…

იაგო მაშინ 20 წლის იყო და ალბათ მთლად ასეთი მონსტრი და მკვლელი არ იყო… დღემდე იმ იმედით მოვედი, რომ სადმე წაიყვანა, არ  მოუკლავს და ცოცხალია. ბავშვთა სახლებში დავდიოდით – იქნებ იქ მიიყვანა ვინმემო. მკვდარსაც რომ ვერ ნახავ, თავისთავად ფიქრობ, იქნებ ცოცხალიაო…

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018