,,ბავშვი რომ მოკლეს, მეზობლებმა მერე ამოიღეს ხმა” – ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

,,ბავშვი რომ მოკლეს, მეზობლებმა მერე ამოიღეს ხმა" - ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვესსაქართველოში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. თბილისში, ვარკეთილში 9 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, მეზობლები შემზარავ ამბებს ყვებიან. მათი თქმით, ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამ ტრაგედიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

,,ბავშვი რომ მოკლეს, მეზობლებმა მერე ამოიღეს ხმა, რომ ოჯახში ხშირად ხდებოდა თურმე კონფლიქტი. მართლები არიან მეზობლები, რა მაგათი საქმე იყო, როდესაც ჩხუბის ხმა ესმოდათ!  მერე რა, თუ ამ ამბავს 9 წლის ბავშის სიცოცხლე შეეწირებოდა, ეს ხომ მათი საქმე არ იყო!” – დაწერა ფეისბუქში სამოქალაქო აქტივისტმა მარი კორკოტაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018