ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებული წლების წინ სასტიკად სცემეს, მისი საქმე ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა

ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებული წლების წინ სასტიკად სცემეს, მისი საქმე ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდაგორ­ში 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი იაგო ნებიერიძე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია. წლე­ბის წინ ის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ცე­მის ფაქ­ტზე  მა­შინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი  გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას საქ­მის მოკ­ვლე­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავ­და. 2004 წლის 10 დე­კემ­ბერს შიდა ქარ­თლში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი არა­ყიშ­ვილ­მა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში სას­ტი­კად ნა­ცე­მი ნახა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2004 წელს მე­დი­ა­შიც გავ­რცელ­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ზე დაყ­რდნო­ბით.

“სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­ში და­კა­ვე­ბულ­თა წა­მე­ბა გრძელ­დე­ბა. რო­გორც “ინ­ტერპრესს” სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში გა­ნუ­ცხა­დეს, 10 დე­კემ­ბერს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შიდა ქარ­თლში გი­ორ­გი არა­ყიშ­ვილ­მა დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რის შე­მოწ­მე­ბი­სას გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი, სას­ტი­კად ნა­ცე­მი 20 წლის იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რო­გორც ნე­ბი­ე­რი­ძე აცხა­დებს, პო­ლი­ცი­ამ იგი ჯერ ბი­ნა­ში და­კა­ვე­ბი­სას სცე­მა, მერე – გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ კი – პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, გა­მომ­ძი­ე­ბელ ცე­ცხლა­ძის კა­ბი­ნეტ­ში აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ცე­ცხლა­ძე და ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ე­მუქრნენ და­კა­ვე­ბულს, რომ მისი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სას­ტი­კად გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ.

და­კა­ვე­ბულს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი საქ­მის გა­და­უ­დე­ბელ გა­მო­ძი­ე­ბას და დამ­ნა­შა­ვე ძა­ლო­ვა­ნე­ბის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას მო­ი­თხოვს” – აღ­ნიშ­ნუ­ლია 2004 წელს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია. ის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გორ­ში ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ამბები.ჯი