,,მამუკა ბახტაძემ სალომე ზურაბიშვილი გალანძღა” – რა მოხდა ამერიკაში

,,მამუკა ბახტაძემ სალომე ზურაბიშვილი გალანძღა" - რა მოხდა ამერიკაშისაქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს  პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ამერიკაში, დახურულ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გალანძღა:

„ე.წ პრემიერი ბახტაძე ვაშინგტონში მიავლინა ივანიშვილმა ოლიგარქის იმიჯის გამოსასწორებლად. გუშინ ანალიტიკურ ცენტრ AEl-ში ჰქონდა დახურული შეხვედრა, სადაც ვერ მოითმინა და ბევრი ლანძღა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, მოღალატე ზურაბიშვილი. თან დაიწუწუნა, ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, როცა დაასახელესო“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილი.