თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში 24 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ბაჩო შურღაია ფეისბუქში წერს:
,,რაღაც უბედურება ხდება ამ ქვეყანაში… სახლში მოვდიოდი, ქალების კივილის ხმა გავიგე. გავიქეცი, ამ ქალებს გავასწარი და ,,გარაჟის” თავზე, პატარა დაშენებაში 18-19 წლის ბიჭი იყო ჩამომხრჩვალი. რა ჯანდაბა ხდება ამ დასაქცევ ქვეყანაში, ვერ გავიგე!“.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.