,,უჩემოდ არარაობა იქნებოდა, ის მე შევქმენი“ – მეგან მარკლის მამის სკანდალური ინტერვიუ

,,უჩემოდ არარაობა იქნებოდა, ის მე შევქმენი“ - მეგან მარკლის მამის სკანდალური ინტერვიურამდენიმე თვის წინ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი საკითხი საფრთხის ქვეშ იყო. პატარძლის ნათესავები თითქოს მთელი ძალით ცდილობდნენ გაეფუჭებინათ ურთიერთობა სამეფო ოჯახთან. ცეცხლზე ნავთი მეგანის მამამ – ტომასმა დაასხა. დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, მიიყვანდა თუ არა შვილს საკურთხეველთან, მოგვიანებით კი სკანდალური (დადგმული) ფოტოების წყალობით ის საავადმყოფოში მოხვდა და უარი განაცხადა ქორწილში მისვლაზე.

ცერემონიიდან რამდენიმე დღეში ტომასმა ჟურნალისტებს სკანდალური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ინანებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს არ იყო ქალიშვილის გვერდით.

,,უჩემოდ არარაობა იქნებოდა, ის მე შევქმენი“ - მეგან მარკლის მამის სკანდალური ინტერვიუამის შემდეგ ტომას მარკლი სიხარულით თანხმდება ჟურნალისტებს ინტერვიუზე, რომლებიც ცდილობენ მეგანის ცხოვრების პიკანტური დეტალების გარკვევას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინტერვიუში მას დიდ თანხას უხდიან, წარმოსადგენია ჰერცოგინიას სულიერი მდგომარეობა. მამის რამდენიმე სკანდალური განცხადების შემდეგ, მეგანმა საერთოდ შეწყვიტა მასთან კონტაქტი.
ყველაფერი დაიწყო ტომასის განცხადებით:

-მეგანი შეშინებულია! ეს აისახება მის მიმიკაზე, თვალებზე, ღიმილზე. მას ნაძალადევი ღიმილი აქვს, მისთვის რთულია სიხარულის იმიტირება, არადა ის ხომ მსახიობია. უარს ვაცხადებ დუმილზე. ის იქნებოდა არარაობა ჩემ გარეშე. ჩემი დამსახურებაა, რომ ახლა ჰერცოგინიაა. ის, რასაც მეგანი წარმოადგენს, მე შევქმენი, – ამბობს მამა.

ბოლო ინტერვიუში პრინცესა დაიანაც ახსენა.

-პრინცესა დაიანას არ ეყვარებოდა ის, როცა გაიგებდა, თუ როგორ მექცევა. არ მაინტერესებს, თუ ჰარი ცხოვრებაში არ დამელაპარაკება, – ამბობს მამა.
ლედი დიზე განცხადება გააკეთა მეგანის ნახევარ ძმამაც:“ ოდესღაც მეგანი ოცნებობდა დედოფლობაზე. სამწუხარო იქნება, თუ მისი ოცნება დაიმსხვრევა“.
ამ ავანტიურას მეგანის ნახევარდაც შეუერთდა, რომელიც მას მამის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.

,,უჩემოდ არარაობა იქნებოდა, ის მე შევქმენი“ - მეგან მარკლის მამის სკანდალური ინტერვიურთულია იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობს ჰერცოგინია. მას ისედაც უჭირს ახალ სტატუსთან შეგუება. ქორწინების შემდეგ ის ბევრ შეზღუდვებს და მოვალეობებს შეეჯახა. ამ ყველაფერს ნათესავების ბოიკოტიც დაემატა.
ჰერცოგი ყველანაირად გვერდში უდგას მეგანს. საზოგადოება გამუდმებით ადარებს ორ ჰერცოგინიას ერთმანეთს და აცხადებს, რომ კამბრიჯის ჰერცოგინიას შურს მეგან მარკლისი. ჟურნალისტები მოუთმენლად ელოდნენ მათ ერთობლივ გამოჩენას საზოგადოებაში, რათა რაიმე ხელჩასაჭიდი და სკანდალური აღმოეჩინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. სხეულის ენის ექსპერტები აცხადებენ, რომ მეგანსა და კეიტს შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი დაინახეს.

მეგანისთვის მამა იყო პირველი ადამიანი, ვისაც ის გაენდო და გააცნო პრინცი ჰარი. ის დიდი იმედებს ამყარებდა მამის თანადგომაზე. ამიტომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია მასთან ასეთი დამოკიდებულება.
მშობლები.ჯი