ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა – გოგონას დენმა დაარტყა

ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა - გოგონას დენმა დაარტყასაქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.