შს მინისტრმა დაადასტურა, რომ კოკა კობალაძე პოლიციელებმა სცემეს

შს მინისტრმა დაადასტურა, რომ კოკა კობალაძე პოლიციელებმა სცემესშსს-ს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დაადასტურა პოლიციელების მისვლის ფაქტი პოეტ კოკა კობალაძის სახლში, რის გამოც ორ პოლიციელს, ასევე მათ უშუალო უფროსს და გლდანი ნაძალადევის სამსახურის უფროსს სამსახურიდან დაითხოვენ. საქმის მასალებს კი მთავარ პროკურატურას გაუგზვანიან.

-გუშინ, გუშინწინ გენერალური ინსპექსიის მუშაობის შედეგად მართლაც დადასტურდა, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები.

კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების 2 თანამშრომელი, რომლებმაც ამ ვიზიტის ფაქტი დამალეს. იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმკაცრესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო უფროსი და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი დათხოვნილი იქნებიან შსს-ს რიგებიდან, რამეთუ ამის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შსს-ში არ არის, – განაცხადა გახარიამ 14 ივლისს, პარლამენტში.

მისი თქმით, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ მოპოვებული ყველა მასალა გადაეცა მთავარ პროკურატურას, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კოკა კობალაძის დედის, თათა დავითულიანის ინფორმაციით, მისი შვილი კლინიკაში იმყოფება და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018