ფინანსთა ახალი მინისტრი დავით ამაღლობელი იქნება, ის ვაშინგტონიდან ჩამოჰყავთ

ფინანსთა ახალი მინისტრი დავით ამაღლობელი იქნება, ის ვაშინგტონიდან ჩამოჰყავთფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტს სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა ახალ კა­ბი­ნეტ­ში და­ვით ამაღ­ლო­ბე­ლი და­ი­კა­ვებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ,,მა­ესტრო” ავ­რცე­ლებს. ის ვაშინგტონიდან ჩამოჰყავთ.

ამაღ­ლო­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ, სა­დაც ის ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

და­ვით ამაღ­ლო­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. სხვა­დას­ხვა დროს ის მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და რე­ფორ­მე­ბის კო­მი­ტეტ­ში უფ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტად, 1999-2001 წლებ­ში, აშშ-ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად კი – ორე­გო­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რის ასის­ტენ­ტად.

გარ­და ამი­სა, 2001 წლი­დან და­ვით ამაღ­ლო­ბე­ლი მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად; 2002-2003 წლებ­ში კი – სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პროგ­რა­მის მო­ნე­ტა­რუ­ლი და ფის­კა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის ქვე­კო­მი­სი­ა­ში, ეროვ­ნულ ექ­სპერ­ტად.

და­ვით ამაღ­ლო­ბე­ლი ასე­ვე მუ­შა­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში, ფის­კა­ლურ ექ­სპერ­ტად და 2004 წელს იყო სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი; ორე­გო­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (აშშ) ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი 2001 წელს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018