ლუბა ელიაშვილი: „ვინც დამცინებს, ეს რას დამსგავსებიაო, ღმერთმა შეარგოს ის სიცილი“

ლუბა ელიაშვილი: „ვინც დამცინებს, ეს რას დამსგავსებიაო, ღმერთმა შეარგოს ის სიცილი“ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მართალია, მძიმე ინსულტის შემდეგ ჯერჯერობით ეტლით გადაადგილდება, მაგრამ მან შეუძლებელი შეძლო, ოჯახს, ახლობლებს, თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და ბრძოლას ისევ აგრძელებს.

,,სევდიანი საუზმე ეტლში –
მოკლედ, ამბავი არის ასეთი : ელენემ მაწყენინა, არ გამომიგზავნა თავისი გამოსაშვები საღამოს ფოტოები, მითხრა, არ გენდობი, რომ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებ და არ გამომიქვეყნებო.

მერე მოწყენილს ეს ფოტო გადამიღო ჩუმად და მითხრა, აი, ეს ცუდი ფოტო რომ გამოგიქვეყნო, ხომ გეწყინებაო, მეც ეგ მწყინს, შენ რომ ჩემს ფოტოებს უნებართვოდ აქვეყნებ და მაგიტომ გაგიბრაზდიო.

თუმცა არ ვიცი, რას მერჩის, მშვენიერი ფოტოებია მაგისი, რაც კი ოდესმე გამომიქვეყნებია. ამიტომაც გაგიზიარეთ ეს ფოტო, რომ იცოდეს, არ ვმალავ იმ ფოტოებს, რომლებშიც ცუდად გამოვიყურები, არ მეშინია, რადგან მგონია, რომ ჩემს მეგობრებს როგორიც ვარ, ასეთი ვუყვარვარ და ვინც დამცინებს, ეს რას დამსგავსებიაო, ღმერთმა შეარგოს ის სიცილი.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართალი ვარ ამ ჩემს შეხედულებაში, რომ ვალდებული არ ვარ, სულ ფორმაში ვიყო🤩“, – დაწერა ქალბატონმა ლუბამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018