ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე საათის წინ ბიჭის დედა გახდა.
ნუკი კოშკელიშვილმა სამშობიაროდან სოციალურ ქსელ Instagram-ზე საზოგადოებას მშობიარობის შესახებ ლაივით ამცნო. მოგვიანებით კი მისმა ამერიკელმა მეუღლემ ბენმა ნუკისა და ახალშობილის ფოტო ასევე INSTAGRAM-ზე გაავრცელა.