ვერონიკა ფხაკაძე – გოგონა, რომელიც ფარცხანაყანებში ავარიას ემსხვერპლა

ვერონიკა ფხაკაძე - გოგონა, რომელიც ფარცხანაყანებში ავარიას ემსხვერპლა7 ივნისს ფარცხანაყანებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მძღოლი მიიმალა.

როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად ვერონიკა ფხაკაძე დაიღუპა.

მის ფეისბუქის გვერდზე ვერონიკას ახლობლები სამძიმრის პოსტებს წერენ. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება აქვს ვერონიკას მიერ 17 მაისს გაზიარებულ პოსტს – ”ვინ იცის, იქნებ ცხოვრება მხოლოდ სიზმარია, ხოლო სიკვდილი – გაღვიძება”