“ვამაყობთ იმით, რაც დღეს მოხდა” – ტრამპმა და კიმმა პირველ დოკუმენტს მოაწერეს ხელი

"ვამაყობთ იმით, რაც დღეს მოხდა" - ტრამპმა და კიმმა პირველ დოკუმენტს მოაწერეს ხელიდონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა მათი პირველი შეხვედრის შედეგებზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ხელის მოწერის ცერემონიაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებას უახლოეს მომავალში ელის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ დოკუმენტს, რომლის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, „ყოვლისმომცველი“ უწოდა.

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს და ვამაყობთ იმით, რაც დღეს მოხდა”-აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების მომსწრე გახდება.„ჩვენ გადავწვიტეთ წარსული უკან დავტოვოთ“- განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული აუდიენცია დღეს დილით სინგაპურში, კურორტ სენტოზაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Capella-ში დაიწყო.

მისალმების შემდეგ ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომელიც დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური კავშირი 1948 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.