გიო ხუციშვილის და მისი მეუღლის უკანასკნელი დუეტი – ვიდეო

გიო ხუციშვილის და მისი მეუღლის უკანასკნელი დუეტი - ვიდეომომღერალ გიო ხუციშვილსა და მუსიკოს მაია ჯორჯაძეს  დიდი სიყვარული აკავშირებდათ. ერთმანეთი მუსიკამ აპოვნინათ. მაია ლეგენდარული ანსამბლის, ,,მზიურის” წევრი გახლდათ და ბავშვობიდან სცენაზე იდგა. მერე იყო გოგონათა კვარტეტი. გიო ,,სარკესთან” მათი შეუღლების ამბავს ჩვეული იუმორით იხსნებდა. ბათუმში კვარტეტის გოგონებთან ერთად გავიპარეთ და თბილისში არ იცოდნენ, მათგან რომელი გოგო მოვიყვანე ცოლადო.

გიო ,,სარკესთან” ხშირად ყვებოდა, რომ მეუღლის მადლიერი იყო, რადგან მისგან მუდმივად გრძნობდა თანადგომას და დიდ ხელშეწყობას. ის რომ არა, ბევრი რამის გადალახვა გამიჭირდებოდაო, ამბობდა გიო.

კონცერტზე, რომელიც გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნის დღეს გაიმართა, მომღერალმა მეუღლესთან ერთად სიმღერა შეასრულა. სამწუხაროდ, მათი ეს დუეტი უკანასკნელი აღმოჩნდა. გიო ხუციშვილს და მაია ჯორჯაძეს ერთი საერთო შვილი ჰყავთ – ზუკა. გიოს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – ნოდარი და ელენე.

გიო ხუციშვილის უკანასკნელი დუეტი მეუღლესთან (ვიდეო)

გიო ხუციშვილის უკანასკნელი დუეტი მეუღლესთან (ვიდეო)https://goo.gl/FTBDKm

Gepostet von Radio Fortuna FM 106,9 am Freitag, 15. Juni 2018