გიო ხუციშვილის დამშვიდობება – მომღერალს დღეს კრძალავენ

გიო ხუციშვილის დამშვიდობება - მომღერალს დღეს კრძალავენმომღერალი გიო ხუციშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გიო ხუციშვილს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ვარსკვლავის გახსნას წინ უძღოდა გიო ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო, სადაც მისი ჰიტები მომღერლის კოლეგებმა, შვილებმა და მეუღლემ შეასრულეს.

გიო ხუციშვილის დამშვიდობება - მომღერალს დღეს კრძალავენგიო ხუციშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სცენაზე მოგვიანებით გავიდა. მან დუეტი შეასრულა მეუღლესთან, შვილთან ზუკა ხუციშვილთან, ,,შვიდკაცასთან” და ნატო გელაშვილთან.

გიო ხუციშვილის ვარსკვლავი  ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

მომღერალმა მსმენელს მადლობა გადაუხადა. ეს კონცერტი ძალიან ემოციური იყო. დარბაზი, მონაწილეები ტიროდნენ.

-ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ყველამ ვიცოდით, რომ ცუდად იყო, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით. ეს ცხრა თვე მასთან ერთად გავიარე ყველა ის წუთი, რაც სტკიოდა. დამაჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან თვითონაც ძალიან ებრძოდა ამ საშინელ სენს.

იმედიანად იყო, მაგრამ კონცერტზე უკვე ცუდად იყო, იმდენად უნდოდა კონცერტი და სიცოცხლე, რომ ყველამ დაინახა ის, რაც მან იმ დღეს გააკეთა, ფაქტობრივად, ცოცხალი პანაშვიდი მოაწყო და მაყურებელს დაემშვიდობა. არ ვიცი, ეს რა გრძნობაა… – ამბობს ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე „სარკესთან“ ინტერვიუში.